ზუგდიდსა და ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამნეტის ტექნიკაა მობილიზებული
ზუგდიდსა და ქუთაისში საავტომობილო გზების დეპარტამნეტის ტექნიკაა მობილიზებული
19 ოქტ, 2014 00:00:00

უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ ზუგდიდსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტექნიკა სტიქიის ყველა ზონაში დილიდანაა მობილიზებული. ადიდებული მდინარეებისგან დატბორილი გზის გაწმენდა ამინდის გამოსწორებისა და მდინარეების დონის დაწევისთანავე დაიწყება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე ხობისწყალი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რის შედეგადაც ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე მოძრაობა აკრძალულია.

ძლიერმა წვიმამ მდინარე რიონის ადიდება გამოიწვია ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზაზე, სოფელ ჟონეთში. წყალი იქაც გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა.

მცირე შეფერხების შემდეგ, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაიხსნა ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი ლასდილის საავტომობილო გზაზე. დღეს დილით, ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მთის ნაშალმა მასამ გზა გადაკეტა, თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა. ამ დროისთვის, ადგილზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: