ვაჟა ფანჩულიძე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
ვაჟა ფანჩულიძე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
16 ოქტ, 2014 00:00:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით იმყოფება.
დღეს, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში მდებარე ადგილობრივი დირექციის ოფისებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, სამშენებლო-სარეაბილიტაციო და მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა. თავმჯდომარემ აჭარასა და იმერეთში დეპარტამენტის პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში ჩაიბარა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი განიხილა.
ამ ეტაპზე, აჭარაში ჩქაროსნული მაგისტრალის - ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი I, ლოტი II მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, ეპატობრივად ხორციელდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია.
იმერეთის რეგიონში ქუთაისის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დასრულების სტადიაშია, რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 31 პროექტს ახორციელებს.
ინტერაქტიული რუკა