სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

13 ოქტ, 2014 00:00:00
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის განხორციელება  დაიწყო. 
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის 5.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო  სამუშაოები იწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო კომპანია N1“  შეასრულებს. პროექტის განხორციელების პერიოდია 15 თვე, მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 171 ათას ლარს შეადგენს.
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, ასევე, უკვე მომზადდა 10 გზის მონაკვეთის დეტალური დიზიანი და ეტაპობრივად გამოცხადდება ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე, რაც ჯამში 60 კილომეტრს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ზაფხულში გაფორმებული საფინანსო ხელშეკრულების მიხედვით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დამატებით, 75 მილიონი აშშ დოლარი გამოეყო. პროექტის ფარგლებში  საერთო ჯამში, ეტაპობრივად განხორციელდება 200 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია. 
შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტის მიზანს სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და გზების ქსელების მართვის მდგრადობის გაუმჯობესება წარმოადგენს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: