საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურიასა და აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურიასა და აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს
30 სექ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს დილიდან დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლა. 24 სექტემბრიდან, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების გამო ყველა მეწყერსაშიშ ზონაში, 24 საათის განმავლობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული. პერმიერ–მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები უკვე მესამე დღეა ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას ეცნობიან.  სტიქიის ზონაში იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და უშაუალოდ უწევს მეთვალყურეობას ყველა რეგიონში მიმდინარე გზის გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს.

გუშინ ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ავტოსატრანსპორტო გზის გადაკეტვა გამოიწვია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გზის ცალმხრივად გახსნა ოპერატიულად, 2 საათში შეძლეს. ღამით ახალციხის საავტომობილო გზაზე იმყოფებოდნენ საგანგებო შტაბის წევრები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე, ასევე საავტომობილო გზების რეგიონული დირექციის წარმომადგენლები და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ამ ეტაპზე, დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს. საავტომობილო გზა უახლოეს საათებში იქნება სრულად გაწმენდილი და  აღდგება ავტოსატრანსპორტო მოძრაობა.

პრემიერ–მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები გუშინ ასევე იმყოფებოდნენ ქალაქ ოზურგეთში, სადაც დაზიანებული ობიექტები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ საავტომობილო გზების ვითარებას და ის საცხოვრებელი სახლები მოინახულეს, რომლებიც სტიქიამ დააზიანა, შეხვდნენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასაც.

ამ ეტაპზე, გზის სამშენებლო და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი), რომელიც 24 სექტემბერს წყალდიდობის შედეგად დაზიანდა.

დღეს, აჭარასა და გურიაში პრემიერ–მინისტრს ელოდებიან.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: