მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის საქართველოს რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშვებენ
მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისთვის საქართველოს რეგიონებში საგანგებო შტაბები იმუშვებენ
28 სექ, 2014 00:00:00
ქუთაისში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, საგანგებო შტაბები შეიქმნება. მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა; სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში, სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული.

სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები რეგიონებში - ზუგდიდსა და ანაკლიაში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმსა და სარფში განაწილდნენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე ზუგდიდიში გაემგზავრნენ. ისინი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გაფართოებულ თათბირს გამართავენ, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და მხარეში განსახორციელებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ.

ოზურგეთსა და ბათუმში ვითარებას აკვირდებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტისა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელები; სარფში გაემგზავრნენ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენლები.  

რეგიონებში შეხვედრების შემდეგ, გვიან ღამით, საგანგები შტაბი კიდევ ერთხელ, სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

წყარო:http://www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: