საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა
28 სექ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა ფანჩულიძე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ.

სინოპტიკოსების ცნობით, შავ ზღვაზე ისევ შტორმია მოსალოდნელი. დავით შავლიაშვილი, ვაჟა ფნაჩულიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების მოადგილეები საგანგებო თათბირზე ქუთაისში იკრიბებიან.

შტაბის სხდომაზე მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის ღონისძიებებზე იმსჯელებენ და შესაბაბმის ღონისძიებებს დაგეგმავენ.

წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: