საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიას შეიმუშავებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიას შეიმუშავებს
26 სექ, 2014 00:00:00

დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსი ვახტანგ რაზმაძე, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი მონა პრასადი, ასევე ეკონომიკური ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიის მომზადებაზე იმსჯელეს, რომელიც მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდება. დაფინანსების სტრატეგიაში გაწერილი იქნება დეპარტამენტისთვის საჭირო ფინანსური სახრები, მათი ათვისების ოპტიმალური გეგმა და ვადები. 5 წლიანი დაფინანსების სტრატეგიის დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება საავტომობილო გზების ადეკვატური მოვლა–შენახვის დაფინანსების საკითხი იქნება.

საგზაო სექტორის დაფინანსების სტრატეგიის დოკუმენტს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: