საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს
24 სექ, 2014 00:00:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთდ, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე იმყოფებიან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მდინარე ბჟუჟისა და ნატანების ადიდების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები დააზიანა, მათ შორის _ ცენტრალური გზის ნაწილი. ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული რჩება. სტიქიის ზონაში, წყლის დონის მაღალი მაჩვენებლის გამო, ტექნიკის მუშაობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, ოზურგეთში დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბი სადგური. პრობლემის მოსაგვარებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მუშაობა უკვე დაიწყეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა. აქტიური სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მიწოდება სრულად არ აღუდგება.
ადგილზე მობილიზებულია, ასევე, გურიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის უცნობია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია პირველად მონაცემებს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაქვეყნებს.
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ვაჟა ფანჩულიძესთან და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთდ, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ადგილზე იმყოფებიან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მდინარე ბჟუჟისა და ნატანების ადიდების შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები დააზიანა, მათ შორის _ ცენტრალური გზის ნაწილი. ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული რჩება. სტიქიის ზონაში, წყლის დონის მაღალი მაჩვენებლის გამო, ტექნიკის მუშაობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, ოზურგეთში დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბი სადგური. პრობლემის მოსაგვარებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მუშაობა უკვე დაიწყეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა. აქტიური სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მიწოდება სრულად არ აღუდგება.ადგილზე მობილიზებულია, ასევე, გურიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის უცნობია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია პირველად მონაცემებს, სავარაუდოდ, ხვალ გამოაქვეყნებს. 
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: