ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა
ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა
23 სექ, 2014 00:00:00

დღეს, იმერეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის   13,4 კილომეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი ოფიციალურად გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი და მსოფლიო ბანკის  რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში – ჰენრი კერალი.  

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმერეთის რეგიონში,  წელს 31 პროექტს ახორციელებს, მათ შორის საგზაო მონაკვეთების სარეაბილიტაციო და სამშენებლო (ჩქაროსნული ავტომაგისტრალი) სამუშაოებს.

ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მისმა ღირებულებამ 6 მილიონ 532 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანასებით განხორციელდა.

საავტომოილო გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ბლექ სი ჯგუფი“ ახორციელებდა. სამუშაოებზე დასაქმდა 150-მდე ადამიანი, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლე.

პროექტი ითვალისწინებდა: კიუვეტების, გაბიონების, მონიშვნის, მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებს.  მოეწყო ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და ავტოპავილიონები.  ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მდ. ბუჟაზე არსებულ 24 მეტრიან ხიდს.

აღნიშნულ გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, 10-მდე სოფლის მოსახლე გადაადგილდებოდა ხრეშოვანი გზით. პროექტის განხორციელების შედეგად კი გაუმჯობესდება რეგიონის საგზაო-სატრანსპორტო ქსელი, რაც თავის მხრივ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს და მოძრაობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.

გზის გახსნის ღონისძიების შემდეგ, მინისტრი და თვმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და იმერეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მათ ასევე, ინფორმაცია მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: