ყაზბეგში სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტზე საჯარო განხილვა ჩატარდა
ყაზბეგში სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტზე საჯარო განხილვა ჩატარდა
19 სექ, 2014 00:00:00

ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში,   საერთაშორისო  მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა.

შეხვედრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში  მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი გააცნეს  და მათი აზრი მოისმინეს. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სამუშაოებთან დაკავშირებული მოსაზრებები დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიეწოდებინა დეპარტამენტისათვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვა სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ტარდება და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ დოკუმენტს და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: