წელს ავტობანის 40 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება
წელს ავტობანის 40 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება
17 სექ, 2014 00:00:00

წელს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 40 კმ–ზე მეტ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება. ოქტომბრის თვეში ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე კი რუისი–აგარის  11 კილომეტრი  ექსპლოატაციაში შევა.

დღეს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები, რუისი–აგარის და აგარა–ზემო ოსიაურის  მონაკვეთებზე სამშენებლო პროცესი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ – ვაჟა ფანჩულიძემ, მისმა პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელმა მუსტაფა ბენმამარიმ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მოინახულეს.  

„დღეს ჩვენი წარმომადგნელობა მონიტორინგის მისიით ვიმყოფებით რუისი–აგარა და აგარა–ზემო ოსიაურის სამშენებლო პროექტებზე.  ვამოწმებთ როგორც სამუშაოების მიმდინარეობას ისე მის ხარისხს და აღვნიშნავ, რომ არის დიდი პროგრესი, კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოების ხარისხით.“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელმა მუსტაფა ბენმამარიმ.

რუისი–აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობს. 19 კილომეტრიანი მონაკვეთის ღირებულება 70 მილიონი ლარია და მისი მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთზე კი მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვეში დასრულდება.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: