წელს აჭარის რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 12 პროექტს ახორციელებს
წელს აჭარის რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 12 პროექტს ახორციელებს
11 სექ, 2014 00:00:00

საავტომობილოო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში აჭარაში იმყოფებოდა, პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

წელს, აჭარაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი სულ 222 მილიონი ლარის ღირებულების 12 პროექტს ახორციელებს.

რეგიონში მიმდინარეობს E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლით გზის ლოტი II მშენებლობა, რომელსაც აზიის  განვითარების ბანკი აფინანსებს და 2016 წელს დასრულდება. პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ლოტი II  19კმ მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია 19 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, დარჩენილია მხოლოდ სავალ ნაწილზე ასფლატ-ბეტონის დაგების სამუშაოები,  მოეწყო 41 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელბი; ამ ეტაპზე მიმდინარეობს:  4 ხიდზე ხიმინჯების და ბურჯების მოწყობის სამუშაოები, 1 გვირაბზე  ფერდის გამაგრების, მიწის მოწყობის სამუშაოები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის განვითარებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის, ეკონომიკური და ეკოლოგიური  თვალსაზრისითაც. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ზღვისპირა ზოლიდან შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს და მოძრაობა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გახდება მეტად კომფორტული და გზის დაფარვას გაცილებით ნაკლები დრო დასჭრიდება.

აჭარაში  სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 სხვადასხვა ობიექტზე ხორციელდება. ხუთივე სარეაბილიტაციო ობიექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ზღვისპირა რეგიონში ნაპირსამაგრი და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ხორციელდება 6 ობიექტზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: