ვაჟა ფანჩულიძე ოკაცეს კანიონის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ვაჟა ფანჩულიძე ოკაცეს კანიონის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
10 სექ, 2014 00:00:00

დღეს, პრემიერ–მინისტრთან ერთად  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში მდებარე ოკაცეს კანიონის პროექტის და ვიზიტორთა ცენტრის გახსნას დაესწრო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასულ წელს  სოფელ გორდასთან მათხოჯი–ხიდი–გორდა–კინჩხის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის და 1 ხიდის რეაბილიტაცია  დაასრულა.  მომავალ წელს კი დაგეგმილია მათხოჯი–ხიდი–გორდა–კინჩხის მომდევნო 5 კილომეტრის რეაბილიტაცია, რაც ტურისტებს ოკაცეს კანიონთან მისვლას და ადგილობრივ მოსახლეობას კი გადაადგილებას გაუადვილებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: