ხვალ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ახალი რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნება
ხვალ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ახალი რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნება
05 სექ, 2014 00:00:00

შაბათს, 6 სექტემბერს, 14:00 საათზე აჭარის რეგიონში, ბათუმის-ახალციხის საავტომობილო გზის 69-ე კმ-ზე, კერძოდ სოფელ ნენიასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, რეგიონული დირექციის დირექტორი ზურაბ სიხარულიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ახალ რეაბილიტირებულ 8 კილომეტრიან მონაკვეთს გახსნიან.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ69-კმ77-ის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო, მისმა ღირებულებამ 2 მლნ. 270 ათასი ლარი შეადგინა.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: