ვაჟა ფანჩულიძე რუისი–აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
ვაჟა ფანჩულიძე რუისი–აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
04 სექ, 2014 00:00:00
დღეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე რუისი–აგარის მშენებარე მონაკვეთზე იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრი 23 ქონთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილესთან და სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მოაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი ითვალისწინებს 19 კმ-იანი გზის მშენებლობას. 500-ზე მეტი ადამიანი სამშენებლო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში, 2 ცვლაში ახორციელებს. გზის საფუძვლის მოწყობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, აშენდა 36 რკინაბეტონის წყალგამტარი მილი, 6 მიწისქვეშა სამეურნეო გასასვლელი და 34 სახიდე გადასასვლელი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგების, 4 ხიდისა და 5 გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები. მდ. ფცაზე დასრულდა, ხოლო მდ. ფრონეზე ხორციელდება კოჭების მონტაჟის სამუშაოები. ასფალტ–ბეტონის საფარი დაგებულია 6.8 კმ სიგრძის მონაკვეთზე. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარს შეადგენს, დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია. სამუშაოებზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი კვიდრია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობაა.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: