საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვაჟა ფანჩულიძემ კომპანია \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\
ვაჟა ფანჩულიძემ კომპანია
02 სექ, 2014 00:00:00

დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძემ კომპანია "კოპრ კონსთრაქშენის"  საქართველოს ფილიალის დირექტორ ალა აკდაგმასთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "კოპრ კონსთრაქშენი" ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.

მხარეებმა სამუშაო შეხვედრაზე აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ საკითხები და სხვა მასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს. აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ ლარს, ხოლო პროექტის განხორციელების ვადა, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვეს შეადგენს. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: