Noname
Noname
30 აგვ, 2014 23:13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილო  გზაზე,  დარიალის ხეობაში, ამინდის პირობების შესაძლო გაუარესების გამო,  მოსალოდნელია ღვარცოფი  და წყალმოვარდნები, რის გამოც ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში 30 აგვისტოდან,   საღამოს 19:00  საათიდან  დილის 07:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  დროის დანარჩენ მონაკვეთში  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია  და  მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: