დარიალში საავტომობილო გზა გახსნილია
დარიალში საავტომობილო გზა გახსნილია
30 აგვ, 2014 00:00:00

დარიალის ხეობაში მოძრაობა გახსნილია. დღეს, დარიალის ხეობაში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს რგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და სხვა უწყების წარმომადგენლები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე გუშინ საღამოდან სტიქიის ზონაში იმყოფება და გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას მთელი ღამის განმავლობაში მეთვალყურეობას უწევდა.  უამინდობის და უხვი ნალექის გამო, დღეს, დარიალის სასაზღვრო პუნქტის გახსნა რამდენიმე საათით გადაიდო ამ ეტაპისათვის გზა გახსნილია და ლარსის სასაზღვრო გამტარი პუნქტი უკვე გადაკვეთა რამდენიმე ათეულმა ავტომობილმა. მდინარე თერგზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება. დარიალის ხეობაში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაწესდა შეზღუდვები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 07:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე განხორციელდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშაუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: