დარიალში საავტომობილო გზა იხსნება
დარიალში საავტომობილო გზა იხსნება
30 აგვ, 2014 00:00:00

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა დღეს 12 საათზე გაიხსნება და დარიალის ხეობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა 24 საათიან რეჟიმში განხორციელდება.

20 აგვისტოდან, სტიქიური მოვლენების შედეგად, დარიალის ხეობიდან კატასტროფულად დიდი რაოდენობის სელური გამონატანის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის 134–ე კმ-ზე საავტომობილო გზა დაიკეტა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი პირები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, ფინანსთა მინისტრისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეები, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და შ.პ.ს. „ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: