მინისტრი თავმჯდომარესთან ერთად დარიალის ხეობაში ვითარებას ეცნობა
მინისტრი თავმჯდომარესთან ერთად დარიალის ხეობაში ვითარებას ეცნობა
27 აგვ, 2014 00:00:00

 

20 აგვისტოს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ-ზე მთისა და კლდის მასის ჩამონაშალმა მდ. თერგს კალაპოტი შეუცვალა, გადმოსულმა მდინარემ არსებულ საავტომობილო გზას საფუძველი გამოაცალა და ლარსის გამშვები პუნქტი დააზიანა. მეწყერი 2 კმ გზაზე ჩამოწვა, საიდანაც 1 კმ, რომელსაც საფუძველი მდინარემ გამოაცალა, ნაპირსამაგრ, აღდგენით და მოწყობით სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. 
სტიქიის დღიდან ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპზე, გზა მთლიანად გაწმენდილია ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი ქვისა და კლდის მასის ჩამონაშალისაგან, მიმდინარეობს მდინარე თერგის დაღრმავებისა და ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების, ასევე, ნაპირსამაგრი და გზის აღდგენითი სამუშოები. 
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვათარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე დარიალის ხეობაში იმყოფებიან და დამეწყრილ ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. 20 აგვისტოს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ-ზე მთისა და კლდის მასის ჩამონაშალმა მდ. თერგს კალაპოტი შეუცვალა, გადმოსულმა მდინარემ არსებულ საავტომობილო გზას საფუძველი გამოაცალა და ლარსის გამშვები პუნქტი დააზიანა. მეწყერი 2 კმ გზაზე ჩამოწვა, საიდანაც 1 კმ, რომელსაც საფუძველი მდინარემ გამოაცალა, ნაპირსამაგრ, აღდგენით და მოწყობით სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. სტიქიის დღიდან ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპზე, გზა მთლიანად გაწმენდილია ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი ქვისა და კლდის მასის ჩამონაშალისაგან, მიმდინარეობს მდინარე თერგის დაღრმავებისა და ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების, ასევე, ნაპირსამაგრი და გზის აღდგენითი სამუშოები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

 

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: