ლარსის გამშვებ პუნქტთან თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები მიმდინარეობს
ლარსის გამშვებ პუნქტთან თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები მიმდინარეობს
23 აგვ, 2014 00:00:00

უკვე მესამე დღეა დარიალის ხეობაში, გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად დაზიანებულია 2 კმ გზის მონაკვეთი, საიდანაც 800 მეტრის გაწმენდა უკვე მოხერხდა. ამ დროისათვის, სამუშაოები 1200 მ-ზე ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. თერგმა არსებული გზის საფარს  საფუძველი გამოაცალა, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, მიმდინარეობს მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები.  მას შემდეგ, რაც მოხერხდება თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება,  დაიწყება გზის საფუძვლის აღდგენითი და  მოწყობის სამუშაოები. დღესვე დაიწყება ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდითი სამუშაოები.

პირველივე დღიდან, სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე უწევენ მეთვალყურეობას.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, გვიან ღამით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ–ზე მეწყერი ჩამოწვა. ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, ჩაიკეტა დარიალის ხეობა და ჰესის გვირაბი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: