დარიალის ხეობაში არსებული ვითარება
დარიალის ხეობაში არსებული ვითარება
21 აგვ, 2014 00:00:00

გუშინ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ–ზე მეწყერი ჩამოწვა. ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, ჩაიკეტა დარიალის ხეობა და ჰესის გვირაბი.

სტიქიის ზონაში, გუშინ ღამიდან იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, ისინი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. 

ხეობაში, ადგილზე მობილიზებულია შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 15 ერთეული ტექნიკა, მუშაობს 50–ამდე ადამიანი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ტექნიკის რაოდენობა დღის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო–სამაშველო–სამუშაოები. დილიდან ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფი  სწავლობს და პირველად  შეფასებას დადებს.

მყინვარიდან მოწყვეტილმა მთის მასამ მდ. თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია, რის გამოც, მოეწყო დამცავი დამბა, რომელმაც საავტომობილო გზაზე მდინარე თერგის შემოდინება შეაჩერა. მიმდინარეობს  მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავება.

ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება. სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: