ქუთაისის ოფისში განსახლების საკითხებზე საჯარო განხილვა ჩატარდა
ქუთაისის ოფისში განსახლების საკითხებზე საჯარო განხილვა ჩატარდა
21 აგვ, 2014 00:00:00

ქუთაისის ოფისში, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის I ლოტზე,  გარკვეულ ადგილებში გზის ზოლის გაფართოებასთან, ელექტრო გადამცემი ხაზების, ნავთობისა და გაზის მილების გადატანასთან დაკავშირებით განსახლების საკითხებზე  საჯარო განხილვა ჩატარდა.

განხილვა შეეხებოდა  ნაკვეთების გარკვეულ რაოდენობაზე  განსახლების დამატებითი ზეგავლენის საკითხს.

შეხვედრა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და განსახლების არეალში მოხვედრილი ნაკვეთების მფლობელებს კომპენსაციის გაცემისა და ოდენობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პროექტს აფინანსებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო  (JICA).

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: