ზესტაფონსა და ბაღდათში გზების რეაბილიტაციის მონიტორინგი განხორციელდა
ზესტაფონსა და ბაღდათში გზების რეაბილიტაციის მონიტორინგი განხორციელდა
20 აგვ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, საავტომობილო გზების რეაბილიტაციის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ავთანდილ გვაზავამ და იმერეთში საქართველოს სახელმწიფო რწუმნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ალეკო იოსებაშვილმა ზესტაფონსა და ბაღდათში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა საქარა-საზანოს მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდა, არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, 10-ზე მეტი სოფლის მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდებოდა, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რის შედეგადაც ქვედა საქარა-საზანოს გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. 6 მლნ 500 ათასი ღირებულების სამუშაოები მოიცავს 13.4 კმ მონაკვეთის და 24 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს: ახალი საგზაო საფარის დაგებას, ეზოებში შესასვლელების, ტროტუარების, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების და მონიშვნის სამუშაოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, რომელთა 50% ადგილობრივი მოსახლეა. პროექტის განხორციელება 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტში 4 მილიონი ღირებულების პროექტს ახორციელებს. ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზა რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა, სავალი ნაწილი იყო სრულად ამორტიზებული. 8.5 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში მოხდება გზის საფარის განახლება, ხელოვნური ნაგებობების, ეზოებში შესასვლელების, კიუვეტების, გაბიონების მოწყობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და ქვაბულის დამუშავება, ეზოებში შესასვლელებზე მილების ჩაწყობის სამუშაოები. ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მთლიანი სიგრძე 21 კმ–ს შეადგენს, აქედან 5 კმ გზის შეკეთება უკვე დამთავრდა, 8.5კმ-ის რეაბილიტაცია კი წლის ბოლოს დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: