შეხვედრა სომხურ დელეგაციასთან
შეხვედრა სომხურ დელეგაციასთან
19 აგვ, 2014 00:00:00
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და ამავე დეპარტამენტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნუგზარ გასვიანი სომხეთის ტრანსპორტისა და  კომუნიკაციების მინისტრის მოადგილეს, არტურ არაკელიანს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. აღნიშნული გზები, სამომავლოდ, ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: