ქუთაისში რეაბილიტირებული საავტომობილო გზა გაიხსნა
ქუთაისში რეაბილიტირებული საავტომობილო გზა გაიხსნა
18 აგვ, 2014 00:00:00

იმერეთის რეგიონში, ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. დღეს, ქუთაისის ცენტრთან დამაკავშირებელი უმოკლესი ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ ჩაიბარა. გახსნას ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი ზაზა მეფარიშილი და მისი პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი.

ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის საავტომობილო გზის მონაკვეთი 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა. ახალი რეაბილიტირებული 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 10-ზე მეტი სოფლის მოსახლეს ემსახურება, ასევე, გზა უკავშირდება ბაგრატის ტაძარსა და გელათის მონასტერს, ამიტომ ის ტურისტული დანიშნულების გზაც არის.

სახელმწიფო დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქმილსადენმშენმა“ შეასრულა და მისმა ღირებულებამ 3 მილიონი ლარი შეადგინა.  სამუშაოებზე 50-მდე ადგილობრივი მკვიდრი იყო დასაქმებული.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, ავტობუსების გაჩერებები და საგზაო ნიშნები.

განახლებული, რეაბილიტირებული გზის გახსნაზე ვაჟა ფანჩულიძე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს და დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და გაწეული შრომისთვის მათ მადლობა გადაუხადა, ასევე, გუბერნატორთან ერთად ყველა იმ პროექტის მიმდინარეობა განიხილა, რაც იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე ხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: