საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაბა ჩაქვში საჯარო განხილვა გამართეს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაბა ჩაქვში საჯარო განხილვა გამართეს
15 აგვ, 2014 00:00:00

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  ქობულეთის შემოვლითი გზის ბოლო 2 კილომეტრის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვას გამართეს. განხილვა დაბა ჩაქვის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ16+500–კმ18+860 (2.05) მონაკვეთის პროექტის გზშ–ს ანგარიშის საჯარო განხილვა საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შეხვეედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საპროექტო ორგანიზაციის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი გააცნეს. მოსახლეობას დოკუმენტის მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამს .

გარემოზე ზემოქმედების შფასების განხილვა სამშენებლო პროექტის დაწყებამდე ტარდება და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ დოკუმენტს და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: