საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაბა ჩაქვში საჯარო განხილვას გამართავენ
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაბა ჩაქვში საჯარო განხილვას გამართავენ
13 აგვ, 2014 00:00:00

ხვალ, 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, ქობულეთის მინუციპალიტეტში, დაბა ჩაქვში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ქობულეთის შემოვლითი გზის ბოლო 2 კილომეტრის მშენებლობის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს. განხილვა დაბა ჩაქვის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.

ქობულეთის შემოვლითი გზის კმ16+500–კმ18+860 (2.05) მონაკვეთის პროექტის გზშ–ს ანგარიშის საჯარო განხილვა საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შეხვეედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საპროექტო ორგანიზაციის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

გარემოზე ზემოქმედების შფასების განხილვა სამშენებლო პროექტის დაწყებამდე ტარდება და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ დოკუმენტს და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: