რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია
08 აგვ, 2014 00:00:00

დღეს, შუადღის 2 საათზე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 146–ე კმ–ზე მეწყერი ჩამოწვა და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა მაშინვე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგაც გზის სავალი ნაწილის კლდის ჩამონაშალისგან გაწმენდა მოხერხდა. ამ დროისთვის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალია. შეზღუდვა წესდება მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე, მათთვის მოძრაობა ღამის 12:00 საათის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: