საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაციას დაესწრო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაციას დაესწრო
05 აგვ, 2014 00:00:00

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა პრეზენტაცია „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შესახებ გამართეს. პრეზენტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და სამინისტროს სხვა პირველი პირები ესწრებოდნენ.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე, ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უკვე ჩაერთნენ საქართველოს მთავრობის საქველმოქმედო აქტივობაში და თავისი წვლილი უანგაროდ შეაქვთ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ დაფინანსებაში.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: