ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს 13.4კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა საქარა-საზანოს 13.4კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
05 აგვ, 2014 00:00:00

იმერეთის რეგიონში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში  ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის 13.4კმ მონაკვეთის (კმ1-კმ14) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის იანვარში დასრულდება. 13.4კმ. საავტომოილო გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ბლექსი ჯგუფი“ ახორციელებს. სამუშაოებზე დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლეა.

ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რომელიც მიეკუთვნება A ტიპის ალფატს და ხასიათდება უფრო მაღალი ხარისხითა და სიმტკიცით; ეწყობა სტაბილიზირებული ფენა, ეზოებში შესასვლელები, ტროტუარები და ავტოპავილიონები. პროექტით გათვალისწინებულია: კიუვეტების, გაბიონების, მონიშვნის, მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, ქვედა საქარა-საზანოს საავტომობილო გზაზე არსებულ 24 მეტრიან ხიდზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მდ. ბუჟაზე მდებარეობს.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და მისი ღირებულება შეადგენს 6.532 ათას ლარს.

აღნიშნულ გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, 10-მდე სოფლის მოსახლე გადაადგილდებოდა ხრეშოვანი გზით. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება რეგიონის საგზაო-სატრანსპორტო ქსელი, რაც თავის მხრივ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს. გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს 10-მდე სოფლის მოსახლის დაკავშირებას დანარჩენ საქართველოსთან კომფორტული და უსაფრთხო გზით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: