საირმე-უდაბნოს გზაზე მოძრაობა გახსნილია
საირმე-უდაბნოს გზაზე მოძრაობა გახსნილია
28 ივლ, 2014 00:00:00
ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი საირმე-უდაბნოს გზა ნაწილობრივ გაწმენდილია, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გაწმენდითი სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე ხვალ დასრულდება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კურირებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, სტიიქიით დაზარალებულ ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ. ადიდებულმა კვინისწყალმა დღეს სოფლების - ინაშაურისა და საპრასიას დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობაც დააზარალა.

ვანის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, თენგიზ თოფურიძე, სამმართველოს თანამშრომლები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს სქიტიის შედეგეგბის მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის.

 

წყარო: http://www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: