საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა
25 ივლ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის  2014 წლის 24 ივლისს №246  ბრძანებით ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შავლიაშვილი შეცვალა. შავლიაშვილმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა.

ვაჟა ფანჩულიძე თავმჯდომარედ დანიშვნამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: