ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 9კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 9კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
25 ივლ, 2014 00:00:00

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონკავეთის რეაბილიტაციაზე.  საპროექტო ტრასა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ივრის ოლქის, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ახმეტა–თელავი–ბაკურციხის კმ64–კმ73 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს ბოლოდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოების საპროექტო და სატენდერო დოკუმეტაცია დაამუშავა  შპს „საქგზამეცნიერებამ“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე და მთავრდება საერთაშორისო მნიშნვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიერთებაზე, სოფელ ბაკურციხის ტერიტორიაზე.

შპს „საქგზამეცნიერების“ სპეციალისტების მიერ, 2014 წლის მარტის თვეში ადგილზე განხორციელებულ იქნა საკვლევაძიებო და საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოები. დასკვნის თანახმად საპროექტო მონაკვეთი საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით მდრად პირობებშია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს ნებისმიერი სახის მშენებლობისათვის.

საპროექტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია შემდეგი სახის სამუშაოების განხორციელება: საგზაო სამოსზე გამოვლენილი დაზიანებების აღდგენა, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარის ორმოული შეკეთება, გვერდულებისა და კიუვეტების გამწენდა და შეკეთება, არსებული მილების შეკეთება, შემასწორებელი ფენის, მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების, ტროტუარების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა.

პროექტი სახემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დამოკიდებულია ტენდერში წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებულ წინადადებებზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: