რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგენა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგენა
22 ივლ, 2014 00:00:00
დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე დავით შავლიაშვილი წარადგინა.
ელგუჯა ხოკრიშვილის შემცვლელის წარდგენისას პრემიერ–მინისტრმა განაცხადა – „დავით შავლიაშვილი პროფესიით გახლავთ სამართალმცოდნე, გავლილი აქვს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსები და აქვს მენეჯერის კარგი გამოცდილება. ის არის ძალიან აქტიური, ენერგიული და კარგი მენეჯერი, აქამდე მუშაობდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და წარმატებულად უძღვებოდა ამ უწყებას. მიმაჩნია, რომ ისიც იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა დავით შავლიაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობას გაძლიერებულ ტემპებში გააგრძელებს.
დავით შავლიაშვილი 2013 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: