ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
15 ივლ, 2014 00:00:00

კახეთის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 8კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 663 ათას 116 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს. საგზაო–სამშენებლო–სარემონტო კომპანია „სერპანტინი“ ასრულებს.

საავტომობილო გზის  8კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის 4 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისათვის, მიმდინარეობს რეციკლირების, ასფალტის საფარის დაგების და მონაკვეთზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. იგი  იწყება სოფელ ფშაველის (საავტომობილო გზის ახმეტა-ყვარელი–ნინიგორი-ლაგოდეხის მარცხენა მიერთება 22-ე კმ-ზე) და მთავრდება სოფელ ლეჩურის ტერიტორიაზე. აღნიშნული გზა წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელ გზას დაბა ომალოსთან და უნიკალური ტურისტული მნიშვნელობის ტერიტორიებთან, შესაბამისად გზა გამოიყენება, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტურისტული დანიშნულებით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: