Noname
Noname
14 ივლ, 2014 13:26:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის ჭველიერი–მელეს კმ102–კმ123 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.

13 ივლისს, ღამის საათებში მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ მდინარეების და ღელეების ადიდება გამოიწვია. შედეგად, ღვარცოფული გამონატანები  გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა და ავტოსატრანსპორტის მოძრაობა დროებით ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა შენახვის სამუშაოების კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, მობილიზებულ იქნა შესაბამისი საგზაო ტექნიკა და რამდენიმე საათში  მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდა.

ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და დღის ბოლოსთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უზრუნველყოფილი იქნება.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: