საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუშაობის 6 თვის ანგარიში წარადგინა

10 ივლ, 2014 00:00:00
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საზოგადოებასა და მედიას მათ მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში საჯარო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მოცულობის,  305 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან:
·        წყალმომარაგების სექტორში - 23 მილიონი ლარი;
·         საავტომობილო გზების მიმართულებით - 215 მილიონი ლარი;
·        მშენებლობაში _ 61 მილიონი ლარი;
·        სხვა - 6 მილიონი ლარი.
ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 209 პროექტის განხორციელება დაიწყო, ასევე, განაგრძობს მიმდინარე 302 პროექტის განხორციელებას. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დასრულებულია 114 პროექტი.
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი 6 თვის გეგმიური ბიუჯეტი 230,8 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 217,9 მილიონი ლარი აითვისა, რაც ჯამში 94%-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63,4 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 104,1 მილიონი ლარით მეტი ღირებულების საგზაო სამუშაოები შესრულდა.
ამ მიმართულებით, პრიორიტეტული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტებია. 2014 წლის პირველ 6 თვეში სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა სულ 131 კმ. საგზაო მონაკვეთზე, ხოლო წლის ბოლომდე სამშენებლო აქტივობა დაგეგმილია 140 კილომეტრამდე  გზაზე. I-II კვარტალში შესრულებული სამუშაოების მოცულობა 30,2 კმ-ით აღემატება გასული წლის 6 თვეში შესრულებულ მოცულობას, ხოლო 54,2 კმ-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბოლო სამი წლის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 16,7 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2012 წელთან შედარებით, 31,2  მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები შესრულდა.
2014 წლის პირველ 6 თვეში ტენდერების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 15 ერთეულით, ხოლო 2012 წლის ამავე პერიოდში განხორციელებულ ტენდერებს  36 ერთეულით აღემატება. ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა საერთაშორისო ტენდერების რაოდენობის მხრივაც.
მნიშვნელოვანი პროგრესია წყალმომარაგების მიმართულებით.
მიმდინარე წელს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 14 ქალაქში. ანალოგიური ტიპის სამუშაოების წარმოება, ბოლო 6 თვის განმავლობაში, 28 ქალაქში დაიწყო.
წლის პირველ ნახევარში დასრულდა 14,068,557 ლარის ღირებულების  სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რამაც 39 სოფლის მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწების მორწყვის პრობლემა მოუხსნა.
ასევე, სამინისტრომ  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების  მეტროსადგური მოემსახურება.
ფოთსა და ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული 536 ოჯახისთვის 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. დაწყებულია 82 ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებიც. აქედან 40 უკვე დამონტაჟებულია.
2014 წლის გასულ თვეებში, ასევე, გამოცხადდა ტენდერი როშკა-არხოტის 25 კილომეტრიანი გზის პროექტირებაზე, დედაქალაქში იწყება მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, დაიწყო თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, მიმდინარეობს ანაკლიის ნაპირდაცვითი ნაგებობების მშენებლობის პირველი ეტაპი.
რაც შეეხება  მოქმედი ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის პროექტებს, შესრულებული სამუშაოების ჯამი 2 076 200 ლარს შეადგენს.
გერმანიის მთავრობის (BMZ/KFW) ფინანსური დახმარებით დაიწყო იმერეთის და ქვემო ქართლის ახალი რეგიონული საერთაშორისო სტანდარტების  სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები.
მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მოსაწყობადაც.  მიმდინარე პროექტის დასრულება 2015 წელს იგეგმება. მისი  საერთო ღირებულება  70 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროექტზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მაცხოვრებელია.
2014 წლის პირველ 6 თვეში დეცენტრალიზაციის მიმართულებით:
·        მიღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
·        დაწესდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა;
·        შეიქმნა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი;
·        ახალადშექმნილი მუნიციპალიტეტებისათვის შეიქმნა შესაბამისი სამართლებრივი და ნორმატიული აქტები;
·        საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა „ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა  უწყვეტი სწავლების კონცეფცია“;
·        მომზადდა 2015-2017 წლების  საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა;
·        შემუშავდა რეგიონული განვითარების სტრატეგიების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმები.
საყურადღებოა, რომ  2014 წელს, კაპიტალური ინვესტიციების ფონდიდან 140 000 000 ლარი 270 პროექტის განხორციელებას მოხმარდება, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2 524 პროექტი 50 000 000 ლარით დაფინანსდა.
26 მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 11 423 429 ლარია მიმართული.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სტიქიური მოვლენების გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა 14 ივნისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენლების 24 საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამჭვირვალობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება რჩება. 2014  წელს IDFI საქართველომ სამინისტროს გამჭვირვალეობის 100 პროცენტიანი ქულა მიანიჭა.
სამინისტროს მუშაობის 6 თვის ანგარიში - 2014 წელი 
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საზოგადოებასა და მედიას მათ მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.აღსანიშნავია, რომ 2014 წლის პირველ ნახევარში საჯარო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მოცულობის,  305 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან:
·        წყალმომარაგების სექტორში - 23 მილიონი ლარი;
·         საავტომობილო გზების მიმართულებით - 215 მილიონი ლარი;
·        მშენებლობაში _ 61 მილიონი ლარი;
·        სხვა - 6 მილიონი ლარი.
ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 209 პროექტის განხორციელება დაიწყო, ასევე, განაგრძობს მიმდინარე 302 პროექტის განხორციელებას. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დასრულებულია 114 პროექტი.
გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პირველი 6 თვის გეგმიური ბიუჯეტი 230,8 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 217,9 მილიონი ლარი აითვისა, რაც ჯამში 94%-ს შეადგენს. საყურადღებოა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63,4 მილიონი ლარით, ხოლო 2012 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 104,1 მილიონი ლარით მეტი ღირებულების საგზაო სამუშაოები შესრულდა.
ამ მიმართულებით, პრიორიტეტული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტებია. 2014 წლის პირველ 6 თვეში სამშენებლო აქტივობა მიმდინარეობდა სულ 131 კმ. საგზაო მონაკვეთზე, ხოლო წლის ბოლომდე სამშენებლო აქტივობა დაგეგმილია 140 კილომეტრამდე  გზაზე. I-II კვარტალში შესრულებული სამუშაოების მოცულობა 30,2 კმ-ით აღემატება გასული წლის 6 თვეში შესრულებულ მოცულობას, ხოლო 54,2 კმ-ით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ბოლო სამი წლის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 16,7 მილიონი ლარით მეტი, ხოლო 2012 წელთან შედარებით, 31,2  მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები შესრულდა.
2014 წლის პირველ 6 თვეში ტენდერების გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 15 ერთეულით, ხოლო 2012 წლის ამავე პერიოდში განხორციელებულ ტენდერებს  36 ერთეულით აღემატება. ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა საერთაშორისო ტენდერების რაოდენობის მხრივაც.
მნიშვნელოვანი პროგრესია წყალმომარაგების მიმართულებით.
მიმდინარე წელს, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 14 ქალაქში. ანალოგიური ტიპის სამუშაოების წარმოება, ბოლო 6 თვის განმავლობაში, 28 ქალაქში დაიწყო.
წლის პირველ ნახევარში დასრულდა 14,068,557 ლარის ღირებულების  სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რამაც 39 სოფლის მოსახლეობას სახნავ-სათესი მიწების მორწყვის პრობლემა მოუხსნა.
ასევე, სამინისტრომ  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების შედეგად, დედაქალაქის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების  მეტროსადგური მოემსახურება.
ფოთსა და ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული 536 ოჯახისთვის 15 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. დაწყებულია 82 ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოებიც. აქედან 40 უკვე დამონტაჟებულია.
2014 წლის გასულ თვეებში, ასევე, გამოცხადდა ტენდერი როშკა-არხოტის 25 კილომეტრიანი გზის პროექტირებაზე, დედაქალაქში იწყება მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა, დაიწყო თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, მიმდინარეობს ანაკლიის ნაპირდაცვითი ნაგებობების მშენებლობის პირველი ეტაპი.
რაც შეეხება  მოქმედი ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის პროექტებს, შესრულებული სამუშაოების ჯამი 2 076 200 ლარს შეადგენს.
გერმანიის მთავრობის (BMZ/KFW) ფინანსური დახმარებით დაიწყო იმერეთის და ქვემო ქართლის ახალი რეგიონული საერთაშორისო სტანდარტების  სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები.
მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მოსაწყობადაც.  მიმდინარე პროექტის დასრულება 2015 წელს იგეგმება. მისი  საერთო ღირებულება  70 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროექტზე დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მაცხოვრებელია.
2014 წლის პირველ 6 თვეში დეცენტრალიზაციის მიმართულებით:
·        მიღებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
·        დაწესდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა;
·        შეიქმნა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი;
·        ახალადშექმნილი მუნიციპალიტეტებისათვის შეიქმნა შესაბამისი სამართლებრივი და ნორმატიული აქტები;
·        საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა „ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა  უწყვეტი სწავლების კონცეფცია“;
·        მომზადდა 2015-2017 წლების  საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა;
·        შემუშავდა რეგიონული განვითარების სტრატეგიების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმები.
საყურადღებოა, რომ  2014 წელს, კაპიტალური ინვესტიციების ფონდიდან 140 000 000 ლარი 270 პროექტის განხორციელებას მოხმარდება, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2 524 პროექტი 50 000 000 ლარით დაფინანსდა.
26 მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 11 423 429 ლარია მიმართული.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სტიქიური მოვლენების გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა 14 ივნისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ წარმომადგენლების 24 საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამჭვირვალობა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება რჩება. 2014  წელს IDFI საქართველომ სამინისტროს გამჭვირვალეობის 100 პროცენტიანი ქულა მიანიჭა.
 
წყარო: www.mrdi.gov.ge
ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: