თბილისი–წითელი ხიდის 5კმ-იანი გზის და ხიდის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება
თბილისი–წითელი ხიდის 5კმ-იანი გზის და ხიდის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება
27 ივნ, 2014 00:00:00

წითელი ხიდი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, მასთან დამაკავშირებელი, საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი – წითელი ხიდი“ გზა  მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან. აღნიშნული გზით ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვები და სარგებლობენ აზერბაიჯანელი ტურისტები.

თბილისი-წითელი ხიდის კმ46-კმ51 გზის სავალი ნაწილისა და სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 11 მარტს დაიწყო და 30 აგვისტოს დასრულდება. კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 3.229.9 ათას ლარს. სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ ფინ–ესტატე“.

თბილისი-წითელი ხიდის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე უკვე შესრულდა არსებული საფარის ფრეზირება, საფუძვლის მოწყობა სტაბილიზაციის მეთოდით, ეზოში შესასვლელები, ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის დაგება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ–ბეტონის ზედა ფენის საფარის დაგება, მიერთებების, კიუვეტების, გვერდულებისა და ავტობუსების მოსაცდელი პავილიონების  მოწყობის სამუშაოები. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:  საგზაო ნიშნების, ლითონის ზღუდარების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ასევე, 77 მეტრი სიგრძის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც   მდინარე ალგეთზე მდებარეობს, მოიცავს  არსებული ფილების შეცვლას, შემასწორებელი ფენის და ასფალტ–ბეტონის საფარის დაგებას.

სამუშაოებზე დასაქმებულია 40–ზე მეტი ადამიანი და მუშაობს 10 ერთული ტექნიკა.

გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისი-წითელი ხიდის კმ52–კმ56 მონაკვეთს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: