საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
26 ივნ, 2014 00:00:00

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე იტალიური კომპანია „TOTO HOLDING“ –ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, იტალიურ მხარესთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე ესწრებოდა.

კომპანია დაინტერესებულია შემოვიდეს ქართულ ბაზარზე და ჩაერთოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.

კომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა პაოლო დიონისიმ გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სფეროში მისი კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა. თავმჯდომარის მოადგილემ თავის მხრივ, იტალიელებს ამ დროისათვის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

იტალიური კომპანია „TOTO HOLDING“ –ი, რომელიც გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობითაა დაკავებული, იტალიასა და მის საზღვრებს გარეთ 20 სხავდასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: