აჭარის რეგიონში სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება
აჭარის რეგიონში სამუშაოების მონიტორინგი გრძელდება
24 ივნ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი რეგიონული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, აჭარის რეგიონში, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის მსვლელობის დეტალებს ადგილზე გაეცნენ, ასევე, სარფის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.

ქობულეთის შემოვლით გზის მშენებლობა 2013 წლის მაისში აზიის  განვითარების ბანკის დაფინანსებით  დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. ქობულეთის შემოვლითი გზა  ცენტრალური ავტომაგისტრალის აჭარის შემოვლითი გზის ნაწილს წარმოადგენს. ქობულეთის შემოვლითი გზის 1 მონაკვეთის, 12.4 კმ-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. ამ ეტაპზე, ლოტი 2-ის 18.9კმ მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობაზე დასაქმებულია 620 ადამიანი. ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 2-ის ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18.9 კმ ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. უკვე დასრულებულია 6 ხიდის მშენებლობა, დარჩენილია მხოლოდ სავალ ნაწილზე ასფლატ-ბეტონის დაგება,  მოეწყო 41 ხელოვნური ნაგებობა, მათ შორის წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელბი; ამ ეტაპზე მიმდინარეობს:  4 ხიდზე ხიმინჯების და ბურჯების მოწყობის სამუშაოები; 1 გვირაბზე  ფერდის გამაგრების; მიწის მოწყობის სამუშაოები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის განვითარებისთვის, ასევე, ტურიზმის განვითარებისთვის, ეკონომიკური და ეკოლოგიური  თვალსაზრისითაც. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ზღვისპირა ზოლიდან შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს და მოძრაობა თბილისი-ბათუმის მიმართულებით გახდება მეტად კომფორტული და გზის დაფარვას გაცილებით ნაკლები დრო დასჭრიდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილოო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი საერთაშორისო მნიშნვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე სანაპიროზე, სარფში, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ. სარფის ნაპირსამაგრ სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანაპირო ზოლის 2კმ მონაკვეთის ტეტრაპოდებით გამაგრება და მთიანი ტერიტორიის, ქვის ცვენისაგან დამცავი ბადით მოწყობა.  ნაპირსამაგრი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულებაა 30 მილიონი ლარი.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: