საავტომობილო გზების დეპარტამენტი
რიკოთის გვირაბში მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება
რიკოთის გვირაბში მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება
23 ივნ, 2014 00:00:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გეგმიური დასუფთავების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით 24, 25, 26 და 27 ივნისს ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით 24 საათის განმავლობაში.

გვირაბის მოვლა–შენახვის ფარგლებში გეგმიური დასუფთავების სამუშაოები წელიწადში 2–ჯერ ტარდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: