Noname
Noname
20 ივნ, 2014 11:46:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136–კმ152, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 20 ივნისის დღის 12:30 სთ-დან 15:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა. ამავე გზის 146-ე კმ-ზე მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად, ჩუმათელეთი-ხევის ან ხევი-ჩუმათელეთის მიმართულებით. 

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: