რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა 15 საათამდე თავისუფალია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა 15 საათამდე თავისუფალია
20 ივნ, 2014 00:00:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136–კმ152, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე 20 ივნისის დღის 12:30 სთ-დან 15:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა. ამავე გზის 146-ე კმ-ზე მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად, ჩუმათელეთი-ხევის ან ხევი-ჩუმათელეთის მიმართულებით. 

დღეს, 15:00 საათიდან დამეწყრილ ზონაში, საავტომობილო გზის გაფართოების სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მოძრაობა შუაღამემდე შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გავლით განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: