რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
17 ივნ, 2014 00:00:00

დღეს, დილის 5 საათზე, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის  ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრზე დაწყებულია შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს მიმდინარე სამუშაოებს.

დამეწყრილ ადგილს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან და მოამზადებენ შესაბამის რეკომენდაციებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას გეოლოგების დასკვნის საფუძველზე აღადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: