ხვალიდან მდინარე ლიახვის ხიდზე გეგმიური სამუშაოები იწყება
ხვალიდან მდინარე ლიახვის ხიდზე გეგმიური სამუშაოები იწყება
16 ივნ, 2014 00:00:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ხვალიდან გეგმიური სამუშაოები იწყება, რის გამოც 17 ივნისიდან 27 ივნისამდე  ლიახვის ხიდზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება თბილისი-ხაშურის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (#20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: