Noname
Noname
16 ივნ, 2014 13:06:00

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85 კმ-ზე მდინარე ლიახვზე  არსებულ სახიდე გადასასვლელზე (ხაშური-თბილისის მიმართულება) სამშენებლო კომპანია აწარმოებს მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს, რის გამოც, მიმდინარე წლის 17 ივნისის დილის 09:00 საათიდან 27  ივნისის დილის 09:00 საათამდე, აღნიშნულ სახიდე გადასასვლელზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხაშური-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება თბილისი-ხაშურის მიმართულებით არსებულ სახიდე გადასასვლელზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 15 აპრილს (#20/11-701494) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: