დარიალის ხეობაში დროებითი გზა გახსნილია
დარიალის ხეობაში დროებითი გზა გახსნილია
14 ივნ, 2014 00:00:00

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო  გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

ამავე  გზის  134-ე კილომეტრზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  განხორციელდება   საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ადგილზე მიყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ღვარცოფის გამო 17 მაისს შეწყდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ 17 მაისიდან 24 საათიან რეჟიმში აწარმოებდნენ  გაწმენდით და დროებითი გზის მოწყობის სამუშაოებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: