დარიალში დროებითი გზა იხსნება
დარიალში დროებითი გზა იხსნება
14 ივნ, 2014 00:00:00
დღეს, 12 საათზე, დარიალში დროებითი საავტომობილო გზა იხსნება. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი, რომლებიც ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს პირადად ადევნებენ თვალს.

დროებითი გზის გახსნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ 24-საათიანი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა ადამიანს, რომლის დაუღალავი შრომის შედეგადაც დროებითი საავტომობილო გზა გაიხსნა.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან  2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალი ჩამოწვა. 

გზის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, სტიქიის გამო, ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღოს.

დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული და მასზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა უწყებას, რომელიც სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში იყო ჩართული.

ძირითადი გზის გასაყვანად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში  სამუშაოებს აგრძელებს.  

წყარო: www.mrdi.gov.ge

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: