საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ავსტრიაში საერთაშორისო სემინარს დაესწრნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ავსტრიაში საერთაშორისო სემინარს დაესწრნენ
13 ივნ, 2014 00:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა 12-13 ივნისს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ევროპის სამშენებლო საწარმოების (ECV) და ინჟინერ-კონსულტანტების საერთაშორისო ფედერაციის (FIDIC) მიერ გამართულ ორ დღიან სემინარში მონაწილეობა მიიღეს.

სემინარი გაიმართა თემაზე – საერთაშორისო კონტრაქტების მართვა და დავების გადაწყვეტა.

სემინარი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ–დასავლეთის E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მე-4 პროექტის ფარგლებში ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: